fbpx



შაქარა ჩარბოდა ჩასახვევში და ხიდზე ვნახე რომ ჩარბოდა-გიორგი შაქარაშვილის მეგობარი

გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად აგარაკზე, ახლობლის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. სადაც გავრცელებული ინფორმაციით ჩხუბი მოხდა. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობობს ოფიციალური ინფორმაცია, რა მოხდა აგარაკზე.

ერთ-ერთი ბოლო ვინც ფეხბურთელი ნახა მისი მეგობარი გუკა ამირხანაშვილია. რომელიც აცხადებს:

“ჩვენ არ მოგვსვლია ჩხუბი. ვაშველებდით. მერე ის ნაცემები წავიდნენ. ვინც იჩხუბა და ვინც იცემა წავიდნენ. სხვაგან მივდიოდით უკვე  გასაგრძელებლად. ჩვენ ვინც ვერ ჩავეტიეთ მივდიოდით ტრასაზე. მოგვიყენეს მანქანა. გავიქეცით, იმიტომ რომ პირველს დრინი ჩაარტყეს სახეში. გავიქეცით მერე მივტრიალდით მანქანა რომ დავინახეთ წავიდა.

მერე მეორედ მოგვაგნეს, მაშინ გვიპოვეს „იტოგში“. მე ვთქვი, ახლა ამათ გავყვები თბილისამდე და თუ მოტრიალების თემა უნდათ, შაქარა  და ის ბიჭი მანამდე გაასწრებენ რა…. სანამ მოტრიალდება, სანა ეგ თბილისში ჩავა, ხომ აზრზე ხარ… მე ვუთხარი ჩამოვალ, ჩემით წავალთქო და არაო, აქ ხომ არ დაგტოვებთ შუა გზაშიო და მე იმის ფიქრში ვიყავი, ესენი სანამ მე თბილისამდე წამიყვანენ, ეს გაქცეულები ვინც იყვნენ თავს უშველიან…

არც ვიცოდი გამიჩერებდნენ, არ გამიჩერებდნენ და ვთქვი დიკიდე ჩემი თავი, მე ვთქვი „ლიჟბი“ ამათმა გაასწრონ…

ეს ნაცემები წავიდნენ მანქანით. თქვეს რომ დაბადების დღე გავაგრძელოთო და ავიდნენ ლისზე. ვერ ჩავეტიეთ ამ მანქანებში და ავედით ფეხით. ტრასაზე გადავედით, ველოდებით ტაქს და მაგ დროს მოაყენეს ერთხელ მანქანა და პირველივე გვლეწეს და გავიქეცით. მერე ეს მანქანა რომ წავიდა  მერე მივტრიალდით ამ ბიჭის დასახმარებლად.  მერე გავიქეცით, შაქარა ის სწრაფად გარბოდა, რომ ვერ დავეწიე და სხვა გზით მომიწია წასვლა. იმიტომ რომ უკვე კუდზე მყავდნენ და გადავვარდი ხევში.

შაქარა ჩარბოდა ჩასახვევში და ხიდზე ვნახე რომ ჩარბოდა. მაგის მერე არ მინახავს”.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია