fbpx

შარლ მიშელს ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ არჩევნებზე, რათა არავის მიეცეს სპეკულაციის საშუალება-ირაკლი ღარიბაშვილი

პრეზიდენტ მიშელს ვუთხარი, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ – ვუთხარი, რომ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, რათა მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შარლ მიშელს სთხოვა, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე ევროკავშირის მისიით რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ.

„მას ვუთხარი, რომ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს გამჭვირვალე და ტრანსფარენტული. პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის მისიით არჩევნებზე, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის საშუალება.

ასევე, პრეზიდენტ მიშელს ვუთხარი, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ და ვართ მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ მართლსაჯულების რეფორმას, რაც არის ძალიან მნიშველოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში სასამართლოში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის – ვაკეთებთ უფრო მეტს და პროცესს ბოლომდე მივიყვანთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია