fbpx

“შარვალჩახდილები” დიდუბის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ

შარვალჩახდილი აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან: აქცია-პერფორმანსი სოფელ ატოცში 10-11-2018

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, ახალგაზრდები, „გირჩის“ წევრები და საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საპროტესტო აქცია-პერფორმანს მართავენ. საოკუპაციო ხაზთან შეკრებილები უკანონო ბორდერიზაციას, მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენლები.

საოკუპაციო ხაზთან გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ამასთან, აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ – „ცხინვალი საქართველოა“ , „არა რუსულ ოკუპაციას!“ ამასთან, აქციაზე მყოფმა ზურაბ ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს ერთგვარი პერფორმანსის გამართვისკენ მოუწოდა, რათა დღევანდელი აქცია საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოქცეულიყო. „გირჩის” ლიდერმა და აქტივისტებმა ატოცში საპროტესტო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს.როგორც ცნობილია ,,გირჩის,,ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩურურეთის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია