fbpx

შალვა პაპუაშვილი – ჩვენმა ფეხბურთელებმა თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენ თვალწინ ისტორია დაწერეს

ჩვენ მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილე გავხდით. ისტორია ჩვენ თვალწინ თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.

პაპუაშვილმა ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ ფეხბურთს თავისი მდიდარი ტრადიციებითა და მემკვიდრეობით გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენს საზოგადოებაში.

„ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს თავისუფლების ჟინს ჩვენი ხალხი ფეხბურთის გულშემატკივრობით იკლავდა და ოცნებობდა დღეზე, როდესაც ქართული დროშა საერთაშორისო საფეხბურთო ასპარეზზე ამაყად აღიმართებოდა.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამ ათწლეულზე მეტია ველოდებით იმ დღეს, როდესაც საქართველო ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის თანასწორ ადგილს დაიკავებდა და ეს დღეც დადგა.

არის მოვლენები, რომლებიც ქმნიან ისტორიას, რომლებიც წლების ქარტეხილებს უძლებს, ისტორიას, რომელიც ქმნის ერის ერთობასა და იდენტობას. ჩვენს სწორად ასეთი მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილენი გავხდით. ისტორია ჩვენ თვალწინ თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს. ჩვენს გმირ ფეხბურთელებთან ერთად ამ გამარჯვებას ჰყავდა მოედნის მიღმა გმირები – სამწვრთნელო შტაბი, ტექნიკური პერსონალი, ფეხბურთის ფედერაცია, ფეხბურთელების ოჯახის წევრები და რა თქმა უნდა, ქართველი ქომაგები, რომლებმაც ყველაზე მეტად დაიმსახურეს სიხარულის ეს მომენტი.

მეათე მოწვევის პარლამენტი ამ მოვლენას განსაკუთრებული ემოციის ვხვდებით, ვინაიდან ჩვენ შორის არიან ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები – მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილი, რომლებიც აშენებდნენ ამ გამარჯვების ფუნდამენტს და ამავე დროს ჩვენ შორისაა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. მინდა, მისი სახით პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მივესალმოთ და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება