fbpx

შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომე ეს დღეები დაკავებულია დეზინფორმაციით, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა, რომ თვალშისაცემია მისი დესტრუქციული ქმედება, ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უკვე საერთაშორისო დონეზე გახდა ცნობილი, რომ ბრალს დებს და შემდეგ მტკიცებულებებს არ წარადგენს და მოუწია უკვე აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანს იმის ხაზგასმა, რომ თუ ბრალს დებ, მტკიცებულებებიც უნდა წარადგინო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი, ბოლო დღეებია დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული, ერთი მხრივ, ის დღეში რამდენიმე ინტერვიუს მართავს უცხოურ პრესასთან და ცილს სწამებს ქართველ ხალხს, მეორე მხრივ კი, „ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო.“ „ქალბატონი სალომე, უცხოურ პრესასთან იცით, რომ დღეში რამდენიმე ინტერვიუს მართავს და ცილს სწამებს ქართველ ხალხს, ცილს სწამებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომ ხდება მათი გამოყენება თითქოს რაღაც გაყალბებისთვის. ჩვეულებრივად, ეს დღეები, დაკავებულია დეზინფორმაციით. სხვათა შორის, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა ჩვენ, რომ უკვე თვალშისაცემია ქალბატონი სალომეს დესტრუქციული ქმედება საგარეო დონეზე, ერთის მხრივ, ამ ინტერვიუების სახით, ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა და ხან რას ამბობს და ხან – რას.“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება