fbpx

შალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვუცხადო ჩვენი მოქალაქის ოჯახს. გუშინ მომხდარ მკვლელობაზე უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინეს

მინდა კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვუცხადო ჩვენი მოქალაქის ოჯახს. გუშინ მომხდარ მკვლელობაზე უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„კარგია, რომ გუშინ გაიმართა შეხვედრა და ეს საკითხები დააყენეს, მათ შორის სადამკვირვებლო მისიის წინაშეც. ჩვენ ველით რეაქციებს ამაზე: როგორც შეფასებებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ისე დამნაშავეების დასჯას. მთავრობა ამ მხრივ ძალიან აქტიურია. რაც შეეხება თავად ფაქტს, ეს არის ოკუპაციის მძიმე შედეგი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ოკუპაციის დასრულება. 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არ სრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ შესრულდეს ის ხელშეკრულება, დასრულდეს ოკუპაცია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება