fbpx

შალვა პაპუაშვილი „ლელოზე“: მათი ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა 2020 წლის არჩევნებში მოსახლეობის 3%-ის ხმის მიღებაა და ამის შემდეგ დიდ გულზე არიან და ჰქონიათ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი მათ უნდა განსაზღვრონ

„ლელო“ ქართულ პოლიტიკაში საინტერესო მოვლენაა. მათი ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ მოსახლეობის 3%-ის ხმა და ერთ წელიწადში 2%-მდე ჩამოვიდნენ. ამის შემდეგ სულ დიდ გულზე არიან და ჰქონიათ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი მათ უნდა განსაზღვრონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არსებობს „ჩიხუახუას სინდრომი“ და ამ სინდრომით არის დღეს „ლელო“ წარმოდგენილი. პარლამენტში ორ დეპუტატს უნდა, რომ პარლამენტის დღის წესრიგი განსაზღვროს, თან ამას ისეთ ტონალობაში, ისეთი გონორით წარმოაჩენენ, რომ ირონიისა და სიცილის გარდა სხვა რაიმე რეაქციას არ იწვევს.

ვნახეთ მათი მხრიდან პროცესის დისკრედიტაციის პირველი ნაბიჯი, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციას შეეხება. როდესაც მოწოდება არის, რომ პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს და ვხედავთ, რომ პარტია „ლელო“ ყველაზე რადიკალურად იქცევა, ვფიქრობ, ევროკავშირმაც შესაბამისი რეაქცია უნდა გამოხატოს.ადრე, როდესაც „ლელო“ რადიკალურ გზას ადგა მაშინ ბრიუსელში, კაბინეტებში შეხვედრები მაინც ჰქონდათ მათ და მაშინ ვამბობდი, რომ ეს რადიკალიზმის წახალისების შედეგიათქო. სწორედ ამ წახალისების შედეგია, რომ ფიქრობენ, ორი დეპუტატით პარლამენტში დღის წესრიგი უნდა შექმნან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მომავალ კვირას პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება და განახლდა მუშაობა ევროპულ რეკომენდაციებზე. 9 პრიორიტეტის შესახებ ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა „ლელომ“. ამ საკითხზე მორიგი შეხვედრა პარლამენტში ორ კვირაში იგეგმება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება