fbpx

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი დღესაც, ყოველდღე 20 მილიონ ევროს უხდის რუსეთს მარტო ერთი მილით გატარებულ გაზში, გადაანგარიშების მოყვარულებმა ნახონ, ეს რამდენ ტანკს ნიშნავს და აფინანსებს თუ არა ამით ომს

მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„სხვათა შორის, ფრენებთან დაკავშირებით გამოხმაურებას თუ დავაკვირდებით, მათ შორის უცხოეთიდან, იქნება ეს ევროკავშირის თუ აშშ-ის განცხადებები, არავის არსად უთქვამს, რომ ამ ფრენების აღდგენით ირღვევა რომელიმე საერთაშორისო სანქცია. ეს არის ფაქტი. არცერთი სანქცია არ ირღვევა. მეორე, ხანდახან ცდილობენ ხოლმე, შემოიტანონ გარკვეული მორალური განზომილება, რომ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და ახლა ყველა ცდილობს, ის იზოლაციაში მოაქციოს. შესაძლოა, ვინმესთვის რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა დაიწყო 2022 წლის 24 თებერვლიდან და ამ ქვეყნის აგრესორობის წელთაღრიცხვა აქედან იწყება, მაგრამ საქართველო წლებით ადრე მიხვდა ამას, თუ რა როლი აქვს რუსეთს საერთაშორისო პოლიტიკაში და, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით. მინიმუმ, 2008 წლის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი სწორედაც რომ აგრესორია, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ცოტა უფრო იქით, 90-იანი წლებიდანაც გვაქვს ეს გამოცდილება. ამიტომ ვინ არის რუსეთი, რა ხდება და როგორი პოლიტიკა აქვს, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს ამაზე პრეტენზია, რომ საქართველოსთან ჰქონდეს მორალური პედესტალიდან საუბრის შესაძლებლობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება