fbpx

შალვა პაპუაშვილი – გამორიცხულია ჩვენი მონაწილეობა ფორმატში, სადაც წარმოდგენილია ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული

გამორიცხულია ჩვენი მონაწილეობა ფორმატში, სადაც წარმოდგენილია ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, სადაც ლავროვმა აღნიშნა: „საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ის სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს“.

შალა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ტერიტორიების დეოკუპაცია.

„პირველი ნაბიჯია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება ცალკეული ჯგუფებისთვის მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება