fbpx

ყველაზე მძიმე დღე აშშ-ს ისტორიაში- ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით გარ­დაც­ვლი­ლია 4 ადა­მი­ა­ნი

ამ­ბო­ბენ, რომ აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში 2021 წლის 6 იან­ვა­რი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მძი­მე დღედ შევა – ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კა­პი­ტო­ლი­უ­მის შე­ნო­ბა­ში მა­შინ შე­იჭრ­ნენ, როცა კონ­გრე­სის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სე­სი­ა­ზე ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის ხმის მი­ცე­მის შე­დე­გე­ბი უნდა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ.

კა­პი­ტო­ლი­უ­მის შე­ნო­ბა­ში ის­მო­და სრო­ლის ხმაც. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით გარ­დაც­ვლი­ლია 4 ადა­მი­ა­ნი. 

კონგრესზე შეიარაღებულ შეტევას რესპუბლიკელების ნაწილიც კი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს. ტრამპის  აგრესიული და რადიკალური მოწოდებების გამო კი თეთრის სახლის ჯერ კიდევ მოქმედ ლიდერს ფეისბუქმა და ტვიტერმა ანგარიშები დაუბლოკეს. 

დონალდ ტრამპმა მოგვიანებით მომხრეებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ვაშინგტონში ორი შტატის პოლიცია იყო გამოძახებული.

ფოტოები:

წყა­რო: CNN.com

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია