fbpx

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ეკოლოგიურ გამოწვევა-ესტაფეტას იწყებს!

საქრთველოში უჩვეულოდ ცივი  ზამთარი დადგა. 2022 წლის დასაწყისიდანვე უხვი ნალექი და დაბალი ტემპერატურა ჩვეულებრივ ამბად ექცათ სავარდო და სამაისო ქუთაისის თბილ  და ზომიერ ჰავას მიჩვეულ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. მათი გასაჭირის შემყურე ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებმა არათუ შეიფარეს რამდენიმე ძაღლი, არამედ, გამოწვევაც კი გაავრცელეს სოციალურ ქსელში. ახლადშექმნილი კომპანიის თბილ და კომფორტულ ოფისში სამი მეტისი სრულ კომფორტში ატარებს ზამთრის თოვლიან-ყინულიან დღეებს.

კარგი იქნებოდა, სხვა უწყებებსაც მიეღოთ ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის გამოწვევა და ადამიანის რამდენიმე ოთხფეხა მეგობარი თავადაც დიდსულოვნად შეეფარებინათ საკუთარ შენობებსა და ეზოებში.

მოდით, ჰეშთეგით ‘’ თათები’’, ჩავერთოთ ამ კეთილშობილურ წამოწყებაში, რომელიც ამ ახალგაზრდა, პერსპექტიულმა კომპანიამ შემოგვთავაზა და რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც ვიზრუნოთ მათ გამოკვებასა და ზამთრის სუსხისგან დაცვაზე.

მიუსაფარი ცხოველების არსებობა ჩვენს კულტურაზე მეტყველებს.

მოდით, ერთად ვიზრუნოთ მათი სიცოცხლის გადარჩენაზე.

პ.ს.: საინფორმაციო სააგენტო “xnews.ge” სრულად იზიარებს ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივას და მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შემოუერთდნენ აღნიშნულ გამოწვევას და ზამთრის პერიოდში მაინც შეიფარონ უსახლკაროდ დარჩენილი შინაური ცხოველები !

#tatebi    #თათები

#WeneedyourHelptosavemoreDogs

#SavingPetsChallenge

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება