fbpx

ქუთაისის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის ფარგლებში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის ფარგლებში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა იდეათონის კონკურსთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე და საკრებულოს კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე. ქუთაისის მერიისა და მისი პარტნიორების მხარდაჭერით , ქუთაისის მუნიციპალიტეტში იდეების კონკურსი დაიწყო. პროექტის მიზანია ქუთაისელი ახალგაზრდების შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა უნდა მოიფიქრონ საინტერესო იდეები და იზრუნონ ქუთაისის, როგორც შემოქმედებითი სივრცის, განვითარებაზე. მონაწილეების იდეა შესაძლოა შეეხებოდეს, როგორც კონკრეტული პროდუქტის და მომსახურეობის შექმნას, ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიების, ფესტივალისა თუ ბაზრობის მოწყობას ქუთაისში. საბოლოო ეტაპზე, 14-15 აპრილს, შეირჩევა 6 იდეა, რომლებზეც მონაწილეები 3 წევრიანი გუნდებით იმუშავებენ. სამი გამარჯვებული გუნდი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება