fbpx

ქვეყანა ჩაკეტო, თქვა ყველანი სახლში იჯექითო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი-კახიშვილი გახარიაზე

ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთ, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა განაცხადა გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სრულმა ჩაკეტვამ და შეზღუდვებმა ბიზნესი დააზიანა.

„პანდემიის დროს სწორი მართვა, რას ნიშნავს, იცით? – როდესაც, არც პანდემიის ტალღა დაგარტყამს და არც ბიზნესი ჩავარდება ასეთ ვითარებაში. კოლბაში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ჩასვა, საერთოდ არც პანდემია გაეკარება და არც არაფერი, მაგრამ იმ კოლბაში რომ ჩასვა, რამდენად კომფორტული იქნება ადამიანი, სხვა საკითხია. ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, რომ ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი. მითუმეტეს, როდესაც შენზე მთელი გუნდი მუშაობს. თქვენ თუ მეტყვით, რომ მარტო ის იჯდა და სხვა არავინ მუშაობდა, არც შს მინისტრი, არც ჯანდაცვის მინისტრი, არც ეკონომიკის, არც იუსტიციის, არც პარტია, კი, ბატონო დაგეთანხმებით, მაგრამ კარგი მენეჯერი არის რა – როცა არც მწვადს წვავ, არც შამფურს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ სერიოზული ჩაკეტვა მოხდა ქვეყნის, რამაც მცირე ბიზნესი დააზიანა. ბიუჯეტში სერიოზული პრობლემები გაჩნდა, გარდა ამისა სხვა ტიპის პრობლემებია, რომელიც ადრე თუ გვიან გახდება ცნობილი“, – განაცხადა კახიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია