fbpx



ქვემო სამგორში ახალი სკვერი მოეწყო

სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. კიდევ ერთი სკვერი ჭიჭინაძის ქუჩაზე გაიხსნა.

ახალი დასასვენებელი სივრცე სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

ჭიჭინაძის ქ. N1-ის მიმდებარედ, 1 100 კვ.მ ფართობზე საბავშვო მოედნები სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, დასასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები განთავსდა. სკვერის ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა. ასევე,   საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო მოედნებზე კაუჩუკის საფარი მოიხატა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო გარე განათების სისტემა.

პროექტის ღირებულება 186 500 ლარია. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი“ შეასრულა.

სამგორის გამგეობამ მიმდინარე წელს 22 სკვერი მოაწყო.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია