fbpx

ქეთევან ციხელაშვილი ელჩად ინიშნება

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ვენაში საქართველოს ელჩად ინიშნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ციხელაშვილს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.

“გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში, ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი გახლავთ. ვფიქრობ, რომ ქალბატონი ქეთევანის გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება, ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანი. მას ჰქონდა ამ საკითხებთან მუდმივად შეხება, რადგანაც იგივე თემები, რომლებიც ეუთოში განიხილება, მათ შორის კონფლიქტებთან მიმართებაში, ესეც იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ის წარუძღვება”,

— განაცხადა ზალკალიანმა.

ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2016 წლის აგვისტოდან იკავებდა.

გაუზიარე!

0Shares
0 0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია