fbpx



,,ქართულ ოცნებას,, კახეთში ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ბეჟაშვილს და გიორგი ბოტკოველს დაუპირისპირებენ

მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახეთში, უკვე ცნობილია.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თელავი- ახმეტა- ყვარელი- ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, გიორგი ბოტკოველს წარადგენს, ხოლო საგარეჯო- გურჯაანი- სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი იქნება.

ინფორმაცია, საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის შესახებ, გიორგი ბოტკოველმა დაადასტურა.

„კანდიდატები გარკვეულია წარდგენა სავარაუდოდ, თვის ბოლომდე იქნება. ვემზადებით, რომ ქართველ ხალხთან ერთად, დავამარცხოთ მოქმედი ხელისუფლება“, – განაცხადა ბოტკოველმა.

წინასწარი ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებს კახეთში, მოქმედ გუბერნატორ, ირაკლი ქადაგიშვილსა და გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს, დავით სონღულაშვილს დაუპირისპირდებიან.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია