fbpx

ქართულმა ოცნებამ“ თავისი უსუსურობით ვერ დაიცვა 2020 წლის არჩევნების შედეგები

“ქართულმა ოცნებამ“ თავისი უსუსურობით როგორც ვერ დაიცვა 2020 წლის არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ  გიორგი გახარიამ გორში, პარტიის ოფისის გახსნისას განაცხადა.

„2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, ეს დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც, როგორც ვერ დაიცვა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება