fbpx

„ქართული ოცნების“ ნინოწმინდის პარტიულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი და ბიუროს წევრები აირჩიეს

🔵 „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის პარტიულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი და ბიუროს წევრები აირჩიეს.

🔹 დღეს პარტიული კონფერენციები ასპინძასა და ახალქალაქშიც გაიმართა.

🔹 ასპინძის ორგანიზაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგრაქველიძე უხელმძღვანელებს;
ახალქალაქის ორგანიზაციას – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი.

🔹 ამით სამცხე-ჯავახეთში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დასრულდა.

🔹 მიმდინარე კვირის ბოლოს „ქართული ოცნების“ თბილისის ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართება, რომელზეც ვაკის, საბურთალოს, კრწანისისა და ნაძალადევის ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს აირჩევენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება