fbpx

„ქართული ოცნების“ გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში – მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გამარჯვება-ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების“ გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში – მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გამარჯვება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისშიც, თუმცა, ეჭვი არ გვეპარება, რომ კახი კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ცესკოს მონაცემების თანახმად, უმრავლესობა საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი.

„ქართული ოცნების“ გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში – მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გამარჯვება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას ხმების“ 47,75% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 30.93%.

დათვლილია საარჩევნო უბნების 62.3%.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია