fbpx

ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე

ვერ გადაადგმევინეს. მინდა იყოთ დარწმუნებულები, რომ ასე იქნება მომავალშიც. საქართველო უპირველეს ყოვლისა.

გაუმარჯოს ჩვენს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ საქართველოს! ქართველების საქართველოს გაუმარჯოს!

ჩემო მეგობრებო, ალბათ გახსოვთ, ამის საპირწონედ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იგივე ადამიანებს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიმართ, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ უამრავი უმძიმესი დანაშაული ჩაადენინეს. სააკაშვილი მოწონდათ, რადგან ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ყავდათ მომართული და რასაც ეტყოდნენ, ყველაფერს აკეთებინებდნენ. ბიძინა ივანიშვილი კი სწორედ იმიტომ არ მოსწონთ, რომ დღეს ის არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მთავარი გარანტი საქართველოში და ყოველთვის ამ პრინციპებით, ამ მიდგომებით ვიქნებით ქვეყნის სიყვარულში.

მამული, ენა, სარწმუნოება – ეს ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. ჩვენ ვართ საქართველო. ქართველი ხალხი ცოდნით, გონიერებით,  და რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარულით განაგრძობს ამ ქვეყნის შენებას. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და ეროვნულ ფასეულობებზე მყარად მდგომი სახელმწიფო. საქართველო უპირველეს ყოვლისა!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება