fbpx



“ქართული ოცნებისთვის” აქილევსის ქუსლად იქცა დასავლეთში განათლებამიღებული ხალხი-რამაზ საყვარელიძე

რამაზ საყვარელიძე – “საკადრო პოლიტიკა “ქართული ოცნების” ყველაზე სუსტი წერტილია”

“საკადრო პოლიტიკა დღემდე “ქართული ოცნების” ყველაზე სუსტი წერტილია. მგონი, ერთადერთი გამონაკლისი გახარიაა. ის, რომ საკადრო პოლიტიკა სუსტი წერტილია, ეს ივანიშვილისგანაც არაერთხელ მოგვისმენია. სად შეიძლება მოძებნონ ახალი კადრები? ვფიქრობ, რეგიონებში არის ამის პოტენციალი და კარგი იქნება, თუ მეტ ასპარეზს მისცემენ წარმატებულ რეგიონულ ფიგურებს, ვისაც ხალხთან ლაპარაკი მათთვის გასაგები ენით შეუძლია”, – აცხადებს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საკადრო პოლიტიკა “ქართული ოცნების” ყველაზე სუსტი წერტილია” / “საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კვლავ მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობა” და მას მიმატებული სხვა ოპოზიციური ძალებიც. ამიტომაც მეეჭვება რაიმე შედეგი მიიღონ / “კრემლს, როგორც ჩანს, მოსახლეობის ყურადღების რაღაც სხვა საფრთხეზე გადატანა სურს და ასეთად დასახა ლუგარის ლაბორატორია”.

“ქართული ოცნებისთვის” აქილევსის ქუსლად იქცა დასავლეთში განათლებამიღებული ხალხი, რომელთა შენარჩუნებასაც ეს პოლიტიკური ძალა დიდწილად ვერ ახერხებს. არადა, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უნდა იყოს მისაღები მათი სია, მას დიდი ინტერესით დააკვირდებიან დასავლეთიდანაც. დღესდღეობით პარლამენტში დასავლეთთან მოლაპარაკე ორიოდე დეპუტატი თუ შერჩა “ოცნებას”, რაც პრობლემაა. შესაბამისად, სიის შედგენისას მოუწევთ ამაზე დაფიქრება. ახალი სახეების­ საზოგადოებისთვის გასაცნობად, მით უფრო, თუ სექტემბრამდე არ აპირებენ სიის გახმაურებას, ძალიან ცოტა დრო ექნებათ და ესეც უნდა გაითვალისწინონ… გახარიას, როგორც პრემიერს, თავისი გუნდი არა ჰყავს – მიღებულია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს თავისი კვოტა სიაში. არ ვიცი, თავად გახარია რამდენად მოიკლავს თავს, რომ ეს კვოტა დიდი იყოს. მას მთავრობის გადახალისებაც არ უცდია საკუთარი ინტერესებით. რაც შეეხება კალაძეს, მას ნამდვილად აქვს ამბიცია, ჰყავდეს თავისი ხალხი პარლამენტში. ვნახოთ, იმედია, ეს კვოტების ჭიდილი მათთვის მშვიდობიანად დასრულდება”, – აღნიშნავს  რამაზ საყვარელიძე.

“რაც შეეხება ოპოზიციურ ერთობას, რისთვის აპირებს ეს ერთობა ბრძოლას? მათი განცხადებების თანახმად, ერთმანეთთან თანამშრომლობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მოიშორონ. არ უთქვამთ, ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ უკეთესი ეკონომიკა გვქონდეს, უფრო მეტი ჯანმრთელი მოქალაქე გვყავდეს, უცხოეთთან უკეთესად დავალაგოთ ურთიერთობაო და ა.შ. მხოლოდ ერთი კაცის მოშორება აქვთ მიზნად. ხანდახან ეს მიდგომა ამართლებს… ამათ არანაირი პოზიტიური ლოზუნგი არა აქვთ, თანაც დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა – ჯერ ერთი, ეს ხელისუფლება არ არის შევარდნაძის ხელისუფლებასავით მორყეული, მეორეც, საზოგადოების პოლიტიკური გემოვნებაც დაიხვეწა – ვეღარ დაარწმუნებ ხალხს ივანიშვილის გადადგომისთვის შექმნილი ერთიანობის სიკეთეში, როდესაც ამ ერთობის მთავარი მოთამაშე “ნაციონალური მოძრაობაა”, რომლისგანაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ საფრთხეს ელის. საზოგადოების ამ განწყობას პოზიტიური დღის წესრიგით უნდა დაუპირისპირდნენ, რაც არ ჩანს

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია