fbpx

„ქართული ოცნება“ 50.93%, ენმ 24.68%, „ევროპული საქართველო“ 4.68% – ცესკო-მ წინასწარი მონაცემები განაახლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები განაახლა.

05:00 საათის მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

🔴„ქართული ოცნება“ – 50.93%

🔴„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 24.68%

🔴„ევროპული საქართველო“ – 3.87%

🔴„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.33%

🔴„ლელო“ – 3.08%

🔴„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.96%

🔴„გირჩი“ – 2.80%

🔴„მოქალაქეები“ – 1.32%

🔴„ლეიბორისტული პარტია“ – 0.99%

დათვლილია უბნების 40%.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია