fbpx



ქალბატონო მაკა, ტყუილად ზეიმობთ! მე ჩავიყვანე კახი ასათიანი და გურამ აბსანძე შტუტგარტში ,დავაკავშირე “მერსედეს ბენცის” ვიცე-პრეზიდენტებს-ბორის კალანდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბორის კალანდია “მერსედეს ბენცის” მფლობელის მაკა ასათიანის დღეს გავრცელებულ განცხადებას სოციალური ქსელით პასუხობს.

“ქალბატონ მაკა ასათიანის განცხადების საპასუხოდ, გთხოვთ, ეს განცხადება გამოაქვეყნოთ!

ქალბატონო მაკა, ტყუილად ზეიმობთ!!! არ შეიძლება თქვენ ჩემი წილი 20 პროცენტი შეგრჩეთ… თუ ელემენტარული მახსოვრობა გაქვთ უნდა გახსოვდეთ, განსაკუთრებით, დედათქვენს უნდა ახსოვდეს, ვინ შექმნა “აკა” (აბსანძე, კალანდია, ასათიანი). მე ჩავიყვანე ბატონ კახი და ბატონი გურამ აბსანძე შტუტგარტში და ჩემი სტუდენტობის მეგობრის კლაუდია ბრუნერის მეშვეობით დავაკავშირე “მერსედეს ბენცის” ვიცე-პრეზიდენტებს… აბა დაძაბეთ მახსოვრობა და გაიხსენეთ! ვისთან მიმართებაში გაიმარჯვა სამართლიანობამ? სწორედ მამათქვენის სახელისა და ღირსების გაფრთხილებას შეეწირა ჩემი 20 პროცენტი! ხვალ თუ ზეგ თქვენ მისი დაბრუნება მოგიწევთ!” – წერს ბორის კალანდია.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია