fbpx

ქალაქ ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, მერიის
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე
კორძაძესთან ერთად, სიონის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს
გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება 215 გრძივი მეტრი გზა,
ასევე, მოეწყობა ღობეები და გარე განათების ქსელი.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის
ღირებულება 600 000 ლარს შეადგენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება