ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა,ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან, ერთად იოანე ბოლნელის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოები მოინახულა.პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი 340 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე,მოეწყო სანიაღვრე არხი და გარე განათების ქსელი.ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 400 000 ლარი შეადგინა.