fbpx

ფესტივალს „ღვინის დღეები საქართველოში“ ამჯერად ბოლნისმა უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საფუძველი ჩაეყარა ახალ,
ყოველწლიურ ფესტივალს, რომელიც სრულად ეძღვნება ქართული ღვინის
პოპულარიზაციას. ემსახურება ქართველი მეღვინეების სტიმულირებასა და ღვინის
სამშობლოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.
ფესტივალს ამჯერად ბოლნისმა უმასპინძლა. ბოლნისის კულტურისა და დასვენების
პარკის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბოლნისელი მეღვინეების მიერ საოჯახო
მარნებში წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინო დაეგემოვნებინათ.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო შემეცნებითი გამოფენა – „8000-წლიანი უწყვეტი
ტრადიცია“, ამოივლო ჩურჩხელები და ჭაჭა გამოიხადა.
ფესტივალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი,
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და კომპანია ,,არემჯის“ სიესარ
მენეჯერი ზურაბ დევდარიანი ესწრებოდნენ. საფესტივალო დღე პოპულარული ქართული
ბენდის New One კონცერტით დასრულდა.
,,მოხარული ვარ, რომ ბოლნისმა ასეთ მნიშვნელოვან ფესტივალს უმასპინძლა,
ბოლნისური ღვინო ქართული ღვინის რუკაზე თანდათან იმკვიდრებს თავის გამორჩეულ
ადგილს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ღვინის მიმდინარე ფესტივალი ბოლნისელ
მეღვინეებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი პროდუქციის ცნობადობა არამარტო
საქართველოს, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც გაზარდონ. ადგილობრივი
ხელისუფლება, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, აქტიურად უჭერს მხარს ბოლნისელ
მეღვინეებს, მათ პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაში ეხმარება და ეს ფესტივალიც
ამის ნათელი დასტურია. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ამ შესანიშნავი
ინიციატივისთვის და ჩვენს მეღვინეებს წარმატებები ვუსურვო“,- განაცხადა ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება