fbpx

ფანასკერტელის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ფანასკერტელის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსთან ახალი
სკვერის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
ინფრასრუქტურული პროექტი 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე
განხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთის,
ჭადრაკის, სავარჯიშო სივრცე და ორი საბავშვო ზონა მოეწყო. ასევე, სკვერში LED
ანათების სისტემა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება და სხვადასხვა
სახეობის ხე-მცენარეები დაირიგვება. მოეწყობა სარწყავი სისტემა და რულონური
ბალახი დაიგება.
პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 788 744 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს კი, კომპანია „გრინსერვისი+“ აწარმოებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება