fbpx



უნდა გაფრთხილდნენ ავტობუსების მძღოლები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩართული კონდიცირება

არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩართული კონდიცირება. ფანჯრები ღია რომ მაქსიმალურად ნიავდებოდეს ჰაერი”-ამის შესახებ, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა, ავტობუსების მძღოლებს მოუწოდა, არ ჩართონ კონდიცირება, არამედ გააღონ ფანჯრები:

” უნდა გაფრთხილდნენ ავტობუსების მძღოლები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩართული კონდიცირება. ფანჯრები ღია რომ მაქსიმალურად ნიავდებოდეს ჰაერი. მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა, ჰაერი ისედაც ნიავდება”-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მეტროპოლიტენი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 30 მარტიდან გაჩერებული იყო. 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა.

29 მაისიდან,  კი გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან ამუშავდება. საზოგადოებამ კი აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე საზოგადოებრვი ტრანსპორტით სარგებლობისას

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია