fbpx

უკრაინაში მყოფი სააკაშვილი ტრაბახით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ “საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს”-გია ვოლსკი

გიორგი ვოლსკი-

კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე თემას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირების ორგანიზების მცდელობას ეხება. უკრაინაში მყოფი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული სააკაშვილი ტრაბახით, ჩაუქი და გმირი მხედართავრის ტონით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ “საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს” და ეს “გარდუვალი აუცილებლობაა!”შემდგომ კი ისეთ ჯახს პროგნოზირებდა, როდესაც ბუნებით “მხდალი მელაძეც კი საველე მეთაურად იქცევა”. ეს ხომ მისი სიტყვებია!განა სხვა მიზანს ემსახურებოდა დაჟინებული მოწოდებები უკვე საპყრობილეში მყოფი სააკაშვილისადმი, რათა არ შეეწყვიტა შიმშილობა, თუნდაც ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე! ესაა მათი სტრატეგიის არსი! გარემოებები შეიცვალა, გეგმა არ შეცვლილა!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება