fbpx

უკვე რამდენიმე კვირაა, უწმინდესი წირვებს აღარ ატარებს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კარანტინშია. უკვე რამდენიმე კვირაა, უწმინდესი წირვებს აღარ ატარებს.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ მიტროპოლიტმა არასწორად გამოიყენა სიტყვა „კარანტინი“, რადგან პატრიარქი კარანტინში ნამდვილად არ იმყოფება, თუმცა ასაკოვანი პატრიარქის ჯანმრთელობიდან გამომდინარე მასთან ძალზედ შეზღუდულად კონტაქტობენ.

ცნობილი კარდიოლოგი, გულიკო ჩაფიძე ერთ-ერთია, ვისაც ამ პირობებში, უწმინდესის მონახულება შეუძლია. უკვე 31 წელიწადია, რაც ქალბატონი გულიკო ილია მეორეს კვირაში ორჯერ-სამჯერ ნახულობს. ეს მისი ცხოვრების წესია.

როგორც კარდიოლოგი “პრაიმამბებს” უყვება, თვითონაც კარანტინშია და სხვებთან მინიმალურად კონტაქტობს, რათა უწმინდესთან მისვლა შეეძლოს. მისი თქმით, ქვეყნის სულიერი მამა თავს კარგად გრძნობს, თუმცა პანდემიური სიტუაციის გამო ძალიან წუხს.

გულიკო ჩაფიძე: – ბოლოს ორი დღის წინ ვნახე და დღესაც მივდივარ მოსანახულებლად. რასაკვირველია, კარანტინშია, მეც კარანტინში ვარ. სახლში ვარ ჩაკეტილი, რომ მისი ნახვის უფლება მქონდეს. ჩვენთან, კლინიკაში, ვირუსი გავრცელებულია და ამიტომ მე სახლში ვარ.

სექტემბერში 31 წელი შესრულდა, რაც  მე უწმინდესთან დავდივარ საპატრიარქოში. 

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია