fbpx

“უგულავა იყო აქ მართლა, სუფრა გავუშალე, პოლიტიკაზე თითქმის არ გვილაპარაკია” – მიხეილ სააკაშვილი

გიგი უგულავა იყო აქ მართლა, ჩემთან, სახლში სუფრა გავუშალე. ძალიან კარგი, თბილი შეხვედრა იყო და თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე იმიტომ, რომ არ გვინდოდა, მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა. მე მათი კამპანია, რა თქმა უნდა, არ მომეწონა. მე მიმაჩნია, რომ მათმა კამპანიამ, პირველ რიგში, დააზარალა ისინი და დააზარალა ჩვენი საერთო საქმე. ჩემზე ეს თავდასხმები არ იყო საერთო ინტერესებში, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალების გაერთიანება და ამიტომ წარსულზე კონცენტრირება არ იყო საჭირო. მით უმეტეს, მათი პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია..

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ექსპრეზიდენტი

ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის,  გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის კიევში სააკაშვილთან “გადაიკვეთა” და ძირითადად უკრაინაზე ისაუბრეს.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია