fbpx



უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს -გია ვოლსკი

ამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოლიციამ თავი გაართვა ამოცანას, რომ არავინ დაშავებულიყო და ოპერაციას სწორად უხელმძღვანელა ვახტანგ გომელაურმა.

„ჩემი პირადი პოზიცია არ არის ამ შემთხვევაში საინტერესო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხალხი, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ვინც პოლიტიკური ბარიერის იქიდან გვიპირისპირდება, საერთოდ ყველაფერზეა წამსვლელი, შავზე რომ თეთრი თქვან და თეთრზე შავი, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ რეალურად არც იმას გამოვრციხავ, რომ გარკვეული პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები თუ ტერორისტული აქტები ხდება, არ გამოვრიცხავ არ ნიშნავს, რომ ვამტკიცებ რომ ასეა. თუმცა, დანაშაულები ხდება არა მარტო საქართველოში და ფაქტია, რომ პოლიციამ გაართვა თავი ამოცანას, რომ არ დაშავებულიყო მოქალაქე. საკმაოდ კარგად უხელმძღვანელა ამ ოპერაციას ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს ვახტანგ გომელაურმა, რომელიც იქ იყო – ზუგდიდში და ნებისმიერი დანაშაული იქნება აღკვეთილი. რაც შეეხება სტატისტიკას, რაზეც ერთბაშად აფეთქდა ჩვენი ოპოზიციური პარტიები და მათი მედია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მძიმე დანაშაულებების ფორმა როგორიც არის ყაჩაღობა, 2.5-ჯერ არის შემცირებული იმ პერიოდებთან შედარებით, როცა ეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავდნენ ქვეყანას და მძიმე დანაშაულები როგორიც არის მკვლელობა შემცირებულია 2-ჯერ ; 2.5-ჯერ მკვლელობის მცდელობა.

მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რაოდენობა გახსნილი საქმეებისა და ასევე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი – ერთი/ასად გაშუქების ხარისხი და დრო ჩვენს მედიაში, რომელი ადრე 4-5 მედიასაშუალებით შემოიფარგლებოდა და ექვემდებარებოდა ხელისუფლებას. ეს არის რეალობა კრიმინალთან დაკავშირებით. წარმატებას ვუსურვებ ჩვენ პოლიციელებს, ვფიქრობ ამ თემიდან ასეთი პოლიტიკური დივიდენდის მიღება არის უზნეობა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, შეიძლებოდა სპეცოპერაცია ისე დასრულებულიყო, რომ თავდამსხმელს გაქცევა ვერ მოეხერხებინა, თუმცა, ეს საფრთხის შემცველი იყო და აქედან პოლიტიკური ოპონენტები დივიდენდებს მიიღებდნენ.

„შეიძლებოდა არ გაქცეულიყო რასაკვირველია, ამ ოპერაციის ჩატარდება არ წარმოდგენს პრობლემას, მაგრამ რეალურად საფრთხის წინაშე დადგებოდა მოქალაქე, მძევალი, შეიძლება სხვა ვინმეც, ვინც გარშემო იმყოფებოდა და რასაკვირველია ეს დიდ დივიდენდს მოუტანდა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ძირითადად ამ კითხვას სვამს – რამდენად სწორად იმოქმედა პოლიციამ? პოლიციამ იმოქმედა სწორად, პოლიციის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა იმოქმედა სწორად და იყო მოწოდების სიმაღლეზე,“- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, წაახალისებს თუ არა მომხდარი დანაშაულს, ვოლსკი პასუხობს, რომ არ ურჩევდა „კრიმინალს, რომ გააქტიურდეს და ხელი გამოიღოს, ვინაიდან ძალიან მკაცრი იქნება რეაგირება.“

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მან შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია