fbpx

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფო-ტური რაჭაში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში
ტუროპერატორებისთვის ინფო-ტურს ატარებს. კერძო სექტორის 30-მდე
წარმომადგენელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ეწვია. 3 დღიანი ტურის
ფარგლებში ტუროპერატორები მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროებს
ათვალიერებენ, ეცნობიან ინფრასტრუქტურას და სერვისებს რასაც ბიზნესის
წარმომადგენლები მომხმარებლებს სთავაზობენ.
ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანმა ტუროპერატორებმა საქართველოს
სხვადასხვა რეგიონში შედარებით უცნობი ადგილები და ობიექტები მოინახულონ
და მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორთათვის
ტურისტული პაკეტები მოამზადონ.
ინფო-ტური ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი
დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის
მხარდაჭერით ტარდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება