fbpx

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რუსულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს სვამენ, კითხვები აქვთ, ასევე, აქციის ორგანიზატორებთან

საავიაციო უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებენ. 

სტუდენტები ევროკავშირში, კანადასა და სხვა ქვეყნებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეესტრის შექმნას ეხმიანებიან და სვამენ კითხვებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით, ვინმეს რამის მისაღწევად ხომ არ სჭირდებოდა ეს ყველაფერი.

როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, ახალგაზრდობა დგას საქართველოს და არა ვიღაც ოპოზიციის ლიდერების გვერდით.

მათივე თქმით, არავის აქვს უფლება ახალგაზრდული სულისკვეთება და ევროინტეგრაციის გზა გაუგებარი პოლიტიკური ამბიციებისთვის გამოიყენოს.

„აქციაზე ბევრი უნამუსო პოლიტიკოსი რომ დავინახე უკვე ეჭვი შემეპარა. მერე პარლამენტში შევიჭრეთო. ახლა გავიგე კანადა უცხოური გავლენის რეესტრს აკეთებს. გასაგებია… ჩემი თანატოლები გარიეთ გაუგებრობაში და ისევ მოგვატყუეთ!! არ გაპატიებთ!“ – წერს სტუდენტი.

„ნათელია ყველაფერი. როგორც გავიგე „რუსული კანონი“, სულაც არ ყოფილა რუსული – კანადაში იღებენო. კანადელებიც რუსეთისკენ წავიდნენ? აი, გამოდით ახლა ოპოზიციის ლიდერები და ვინც იყავით, უნდა დაგთვალოთ!!!!! ახალგაზრდობა დგას საქართველოს გვერდზე და არა ვიღაც ოპოზიციონერი ლიდერების გვერდით. არ შეგრცხვათ ნუთუ ეს რომ ნახეთ? სტუდენტებს უპასუხეთ“, – წერს ალეკო სამსონიძე.

„არავის აქვს უფლება ახალგაზრდული სულისკვეთება და ევროინტეგრაციის გზა გამოიყენოს გაუგებარი პოლიტიკური ამბიციებისთვის!!!!! ახლა მხოლოდ ეს დავინახე. კანადაში რუსულ კანონს იღებენ… რა გამოვიდა? რატომ შეგვიყვანეს ამ შეცდომაში?? მე როგორც საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი, მომავალი ავიატორი ამ ტყუილების კამპანიას ასე არ გავატარებ. რატომ მოატყუეთ ხალხი?? სტუდენტები? აბა, უცხოეთში განათლებას ვეღარ მიიღებთო? გამეცით პასუხი!!!“ – წერს სტუდენტი ნიკა გიანაშვილი.

„ვანო მერაბიშვილი იძახის, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და უკრაინელებს დავეხმაროთო. ამისთვის გვინდა გავიმარჯვოთო. „ქოცები“ რომ იძახდნენ, ომში გვრთავენო, ვღადაობდით ყველა, ახლა ამათმა თვითონ დაიწყეს ლაპარაკი და უდასტურებენ, კი, უნდა ვიომოთ მოვალთ თუ არაო, ესენი არ ომობენო!!! ამას ამბობენ ფაქტიურად. მერაბიშვილს ეგრევე გაემიჯნენ ნაცები, ეგ ბიძინას აგენტიაო სხვები ვინც მაგაზე ლაპარაკობდნენ, ეგენიც ბიძინას აგენტები იყვნენ?? ჩვენ კანონის რუსულობას ვაწვებოდით და დღეს აღმოვაჩინეთ, რომ კანადა აპირებს მიიღოს. რა ხდება? ამათ თურმე საერთოდ სხვა მიზნები აქვთ და ნაცების მიზნებში უნდა ჩავმხტარიყავით და მერე რუსებს ამოვეხოცეთ? რუსებს ახალი ტერიტორიები და ნაცებს ხელისუფლება?? ეგ უნდა ყოფილიყო შედეგი? პოლიტიკის და პოლიტიკოსების სიბინძურე არის უკიდეგანო!!!!!!!!!!! თქვენ შ*გ ხომ არა გაქვთ????“, – წერს თორნიკე ტუტაშვილი.

„ძალიან დავიბენი, ვერ ვხვდები რუსული კანონი კანადამ როგორ შეიძლება მიიღოს? ანუ რა ხდება თუ იმათ შეუძლიათ ჩვენთან რა მოხდა? ვინმეს რამის მისაღწევად ხომ არ სჭირდებოდა ეს ყველაფერი? მე როგორც სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტი თავს არ მოვიტყუებ, ვარჩევ თეთრს და შავს,“ – წერს სტუდენტი ლუკა გვაზავა.

„რაოოოოო???? SOS!!!!!!!!!!!!!!! უბედურება ხდება მეგობრებო ისეთი ამბავი გავიგეეეე!!!!! ყველანი ქუჩაში!!!!!!!!! ავსტრალიას და ბრიტანეთს მიღებული ჰქონია ეს კანონებიიიიი!!!!!! ეს მართალიაააა!???!?????? მიღებულიო გესმით?!????!??? მუშაობს ის რუსული კანონი უკვე?!?!???!??? ჩვენ უნდა დავდგეთ ბრიტანელი და ავსტრალიელი სტუდენტების გვერდით, რომლებიც ვეღარ მიიღებენ განათლებას ამერიკაში და ევროკავშირში!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ვაი ჩვენს პატრონს, რა გვაჭამეს“ – წერს გური ყანდორელაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება