fbpx

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს დღეს გაათავისუფლებენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მაცხოვრებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ავრცელებს. 

„უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი.

უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლება, დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უახლოეს პერიოდში მოხდება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება