fbpx

სტუდენტი დავით ჩხობაძე – არ ვაპირებ გამოვაქვეყნო ჩემი ჩარიცხვები

თსუ-ს სტუდენტი დავით ჩხობაძე აცხადებს, რომ არ აპირებს მისი ჩარიცხვების გამოქვეყნებას და ამის არანაირი ვალდებულება არ აქვს – ამის შესახებ დავით ჩხობაძემ რუსთავი-2-ს განუცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომ მას 1000 ლარი ჩაერიცხა, არის ცრუ ბრალდება, ცილისწამება და მცდელობა, იმისა, რომ სტუდენტების პროტესტი ჩაახშონ და დააშინონ ახალგაზრდები.

„მე არ ვაპირებ ცხადია, გამოვაქვეყნო ჩემი ჩარიცხვები, რადგან, დიტო სამხარაძის, ასეთი ნომენკლატურული პიროვნებისგან ბრალდებაზე პასუხიც არასერიოზულია. ეს არის ცრუ ბრალდება და ცილისწამება და მცდელობა, იმისა, რომ სტუდენტების პროტესტი ჩაახშო და დააშინო ახალგაზრდები, არანაირი ვალდებულება არ მაქვს ამის“ – აცხადებს დავით ჩხობაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება