fbpx

სსსტც „დელტაში“ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია
აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა, სადაც
ცენტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ. ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ
რეჟიმში მიმდინარეობს გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის
სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში. გარდა ამისა,
თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის
ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციები შეიქმნა. თავდაცვის
სამინისტროს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ვაქცინაცია საკუთარი სამსახურის
ლოკაციის მიხედვით შეუძლიათ. ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თავდაცვის
ძალების, დაახლოებით, 25 პროცენტი აცრილია, მაჩვენებლი კი, მზარდი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება