fbpx

სრულად რეაბილიტირდა 900-ზე მეტი ქუჩა,კაპიტალურად შეკეთდა 5 400 000 კვ.მ. ფართობის გზის საფარი-კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე მოსახლეობას ანგარიშს აბარებს თბილისში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. მისი თქმით ის და თავისი თანაგუნდელები მიღწეულით კმაყოფილები არ არიან, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები ჩაატარეს.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ ფუნდამენტალურად უნდა მომხდარიყო განახლება და არა მხოლოდ მოასფალტებით. ჩვენ უარი ვთქვით ფასადურ პოლიტიკაზე და დავამკვიდრეთ ახალი სტანდარტი. რა თქმა უნდა, მიღწეულით კმაყოფილებას არ ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს” – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, წარსულს ჩაფარდა ინფრასტრუქტურული პროექტების ფასადურად განხორციელების პრაქტიკა;

უკლებლივ ყველა პროექტი გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, ვიზუალური ნაწილის მოწესრიგებას, ფუნდამენტურ განახლებას;

სრულად რეაბილიტირდა 900-ზე მეტი ქუჩა, რამდენიმე საკვანძო გამზირი და გზატკეცილი. მათ შორის: კახეთის გზატკეცილი, ლეხ კაჩინსკის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, ხიზანიშვილის, ვეკუას და ხოჭოს ტბის ქუჩები, ბარათაშვილის აღმართი, რობაქიძის გამზირი, კოსტავასა და შარტავას ქუჩები, კანდელაკის ქუჩა, ნოდარ დუმბაძის გამზირი, დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზა, თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზა, თბილისი-ნაფეტვრების გზის მონაკვეთი, სამხედრო დასახლებაში შიდა გზები, ბარათაშვილის ქუჩა, დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა…

აშენდა 3 გზაგამტარი და 10 ხიდი რეაბილიტირდა;

კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 5 400 000 კვ.მ. ფართობის გზის საფარი;

წყალარინებისა და წყალმომარაგების კუთხით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა-წყალგაყვანილობის ქსელს 1200-მდე აბონენტი შეუერთდა.

წყალარინების ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 1800-მდე აბონენტი;

საყრდენი კედლები მოეწყო 383 მისამართზე;

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება