fbpx

საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად, ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი დაიღუპა

სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.
საინფორმაციო სააგენტო „იქსნიუსი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის და მფრინავების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეკომპანია „იმედი“ საეთერო ბადეს ცვლის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება