fbpx



სერგეენკო იქნება, ბექა ოდიშარია თუ სხვა, ბიძინა ივანიშვილი იტყვის და გაქრებიან” – ბოკერია

ევროპული საქართველოს“ ლიდერის განმარტებით, სხვადასხვა პარტიას შორის კოორდინირებული მოქმედება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკვანძო საკითხია.

„კრიტიკულ ფაზაში არის მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის. ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იყო და არის საკვანძო ოლქებში კოორდინირება შედგეს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას შორის.

თბილისში შეთანხმება ვფიქრობ, საკმარისია. ეს 8 ან 6-ადგილიანი უპირატესობა მაჟორიტარებში და სადღაც სხვაგან მეორე ტურები, ალბათ, უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში წარმატებას. უნდა გვესმოდეს, ისევ საპრეზიდენტო არჩევნების გამოცდილებით, როგორი ისტერიაც ჰქონდათ პირველი ტურის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში გონივრულია, რომ არ გავრისკოთ ქვეყნისთვის ზიანის მიყენება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილს უნდა როგორც მმართველი გუნდის წევრებს, ისე ოპოზიციას მოეპყროს, როგორც სათამაშოებს, რის საშუალებასაც არ აძლევენ.

ბიძინა ივანიშვილმა გვანახა, რომ დავით სერგეენკო გამორჩეული კაცია. ივანიშვილი მათ ისე ეპყრობა, როგორც სათამაშოებს და უნდა ჩვენც ასე მოგვეპყროს, მაგრამ ამას არ ვიღებთ. სერგეენკო დღეს არის და ხვალ არ იქნება. არიან მინისტრები, რომლებიც ქრებიან, ამ ხალხს ხომ წონა არ აქვს?

ყველამ ვიცით, რომ როდესაც საკითხი მიდის პოლიტიკურ გადაწყვეტილებზე, იქ ამ ხალხს წონა აქვს ნული. სერგეენკო იქნება, ბექა ოდიშარია თუ სხვა, ბიძინა ივანიშვილი იტყვის და გაქრებიან, არ აქვს მნიშვნელობა რამე პოლიტიკური წონა თუ აქვთ. ისინი უბრალოდ გაქრებიან“, – განაცხადა ბოკერიამ.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია