fbpx

სემეკში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

სემეკში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ქ. თბილისის, ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის  წყალმომარაგების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტების მიმდინარეობა.  შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე და წევრები, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალის“ წარმომადგენლები, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფის წევრები. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს უწყვეტად ხარისხიანი სასმელი წყალი, რაც კომპანიების მხრიდან დიდ ძალისხმევასა და მოცულობით ინვესტიციების განხორციელებას საჭიროებს. მოგეხსენებათ, არსებული წყალმომარაგების სისტემების უმეტესობა ამორტიზებულია და საჭიროებს გამოცვლასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დაწყებულია მილსადენების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სასმელი წყლის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას. ამ მიმართულებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს „რუსთავის წყალი“ 200 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებენ, რაც უზრუნველყოფს ქსელზე ავარიების მნიშვნელოვნად შემცირებას“- აღნიშნა სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ.

სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში,  2021-2023 წლებში ქ. თბილისის, ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის წყალმომარაგების სისტემებში 200 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რის შედეგადაც გაუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდება და ხარისხი. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის შეცვლისა და განახლების მიზნით ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების რაოდენობას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება