fbpx

სახელმწიფომ დახმარება რომც გამიწიოს, არ ავიღებ – მერაბ სეფაშვილი

დრო აღარ არის, ხალხი დაიხოცა შიმშილით. ჩვენს სფეროზე აღარაფერს ვამბობ” – ასე ეხმაურება “ფორტუნასთვის” მიცემულ ინტერვიუში მომღერალი მერაბ სეფაშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელის თუ არა რაიმე სახის დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან, მერაბ სეფაშვილმა ასე უპასუხა:

„მე პირადად სახელმწიფომ დახმარება რომც გამიწიოს, არ ავიღებ. ეგეთი დახმარება რად მინდა. მარტო ხომ არ ვარ ამ ქვეყანაში?!. მთლიანად ქვეყანაზეა ლაპარაკი. არ მგონია, რომ ხელისუფლებამ ინდივიდუალურად უნდა გაუწიოს ვინმეს დახმარება, ზოგადად, გეგმა უნდა არსებობდეს. არ მგონია, ვინმე დალხინებული იყოს. ახლა ვამბობ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის აზრს. არა იმის, ვინც მუშაობს, არამედ 80%-ს ვგულისხმობ, ვინც არ მუშაობს, მათ შორის, მეც. არ მეთანხმებით?

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება