ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა დამათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს პაციენტისუსაფრთხოების გაუმჯობესებაში, სწორი და დროულიდიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძისგანცხადებით, პაციენტთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად,მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელებისა და ჯანდაცვისსექტორის თანამშრომლობა.აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ, დარგობრივ ასოციაციებსა დაუმაღლეს სასწავლებლებს, პაციენტის უსაფრთხოებისგაუმჯობესების კუთხით, საკუთარი რეკომენდაციების გაზიარებისინიციატივით მიმართა. როგორც ღონისძიებაზე სიტყვითგამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამინისტროაქტიურად განიხილავს და დაამუშავებს, უშუალოდღონისძიებაზე, თუ მისი მზადების პროცესში, სექტორის მხრიდანმიღებულ წინადადებებს.პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის, შეხვედრაზე,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხედვები და მოსაზრებებიწარადგინა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობისმრჩეველმა ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით, თომასრუბალმა.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებითეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობისდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზალომინაძე, მისი მოადგილეები ვლადიმერ კახაძე და ზაალმიქელაძე. ასევე – ჯანდაცვის სექტორის, დარგობრივიასოციაციების, ჯანდაცვის სამინისტროსა და უმაღლესისასწავლებლების წარმომადგენლები. პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციამ, 2019 წელს დააწესა. მისი მიზანი პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ამ საკითხზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, 17 სექტემბრის მთავარი გზავნილია „დიაგნოსტიკის გაუმჯობესება პაციენტის უსაფრთხოებისთვის“, რაც სწორი და დროული დიაგნოსტიკის კრიტიკულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.