fbpx

საქართველოში ომსა და მეორე ფრონტს არაფრის ფასად არ დავუშვებთ


ფაქტია, რომ მუხრუჭი არა აქვთ. აქეთ ჰყავთ კოორდინაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, იქ ჩადის ნაცმოძრაობის კონკრეტული. ეს კოორდინაცია სახეზეა, თუმცა ნაცმოძრაობა ამ შემთხვევაში არის ჭანჭიკის ჭანჭიკის ჭანჭიკი – მათ არანაირი განსაკუთრებული როლი არა აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინის მთავრობაზე საუბრისას განაცხადა.

„არის გარკვეული კოორდინაცია და ამ კოორდინაციით ცდილობენ ჩვენს დაშანტაჟებას, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის, იმისთვის, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას. ეს ფაქტობრივად ხელისგულზე გამოიტანეს, რაც ძალიან კარგია. ამას საზოგადოებას ხედავს და ის გააკეთებს შეფასებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება საქართველოში ომსა და მეორე ფრონტს არაფრის ფასად არ დაუშვებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება