fbpx

საქართველოს 16 თებერვალს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე ეწვევა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე ხვალ საქართველოს ეწვევა, – შესაბამისი ინფორმაცია ეუთო-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ან ლინდე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრ  გიორგი გახარიას, ვიცე პრემიერ- მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს.

„მოქმედი თავმჯდომარე ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესარჩილ თალაკვაძეს პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. ის ასევე ქართული მედიისთვის განცხადებას გააკეთებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრების დროს, საუბარი ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება