საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საუდის არაბეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად, საუდის
არაბეთში, ერ-რიადში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ
გამოფენაზე Riyadh Travel Fair.
3 დღიან გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-
მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა.
Riyadh Travel Fair-ზე, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ
გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.
საუდის არაბეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 32 ქვეყნიდან 200-
ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. გამოფენას 23.000-ზე
მეტი ვიზიტორი ეწვია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება