fbpx



“საქართველოს პროკურატურა დაკომპლექტებულია მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კადრებით“ – ევროპის საბჭოს ექპერტთა კომიტეტი

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეფასდა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს პროკურატურა და სხვა სამართალდამცავი ორგანოები დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კადრებით. მათ  გააჩნიათ მრავალფეროვანი საგამოძიებო უფლებამოსილება, რაც მათი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების საშუალებას აძლევს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყანაში არ არსებობს იურიდიული ან სტრუქტურული ხელისშემშლელი ფაქტორები ფულის გათეთრების შემთხვევებზე დევნის დასაწყებად. სასამართლო სისტემა ეფექტურია და დამნაშავეთა მიმართ გამოიყენება ადეკვატური სანქციები. საქართველოში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ყველა ტიპის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს აქვს ჟღერადი სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა ფულის გათეთრების დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. საგამოძიებო და საპროკურორო ორგანოები სათანადო რესურსითაა უზრუნველყოფილი.  უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ადეკვატური რესურსები და წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის“ – ნათქვამია ანგარიშში.

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის ანგარიში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობის, ასევე მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის ეფექტურობის შეფასებას მოიცავს.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია