fbpx

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები საიმედო პარტნიორობას ემყარება, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული.პრემიერ-მინისტრმა გერმანელ დიპლომატს გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებაში პირადი ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ხაზი გაესვა გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით. საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს. პრემიერმა ელჩს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა აღნიშნული სფეროს განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში.„სიხარულით აღვნიშნავ, რომ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. მე მივულოცე მას ამ თანამდებობის დაკავება. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, დაწყებული მისი ვიზიტით ბრიუსელში, დამთავრებული მისი ხედვით საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ შევეხეთ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის საკითხებს. მე დავუდასტურე პრემიერ-მინისტრს გერმანიის სურვილი, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში როგორც წელს, ისე მომავალში“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა შეხვედრის შემდეგ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება