fbpx

საქართველოს მოქალქეებს აღარ დაჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად-ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ამის შესახებ ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს:

“დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბ-ნ გაბი აშკენაზისთან ერთად ხელი მოვაწერე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის, ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ !ხელშეკრულება მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.საქართველოს მოქალქეებს აღარ დაჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად. არ დაჭირდებათ დიდი თანხების გადახდა ლეგალურად სამუშაოს მოძიებისთვის. ამაზე საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო იზრუნებს”.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია