fbpx

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ კეზერაშვილთან დაკავშირებულ პირებსა და ნათესავებს ისრაელის სამართალდამცავი ორგანოები ბრალს უყენებენ ფულის გათეთრებაში.

ისრაელის სახელმწიფო პროკურორის საგადასახადო და ფინანსური დანაშაულების დეპარტამენტმა სამშაბათს აცნობა გალ ჰირშს, ყოფილ ბრიგადის  გენერალს და პოლიციის უფროსობის გაუქმებულ კანდიდატს, რომ განიხილება მისთვის და სამი სხვა პირისთვის ბრალის წაყენება, რაც მოხდება მოსმენაზე, საგადასახადო დანაშაულებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ 2007-2009 წლებში იქნა ჩადენილი- იუწყება ისრაელის ონ-ლაინ გამოცემა The Times of Israel , მისი კორესპონდენტის SIMONA WEINGLASS ( საიმონა ვეინგლასს) სტატიაში.

  • ისრაელის სახელმწიფო პროკურორის საგადასახადო და ფინანსური დანაშაულების დეპარტამენტმა სამშაბათს აცნობა გალ ჰირშს, ყოფილ ბრიგადის  გენერალს და პოლიციის უფროსობის გაუქმებულ კანდიდატს, რომ განიხილება მისთვის და სამი სხვა პირისთვის ბრალის წაყენება, რაც მოხდება მოსმენაზე, საგადასახადო დანაშაულებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ 2007-2009 წლებში იქნა ჩადენილი.

სახელმწიფო პროკურორის ინფორმაციით, ოთხი პირი – ჰირში, ოდედ შაჩნაი, იანივ ადამი და მიხეილ ბენიმინი (  იგივე მიხეილ ბინიაშვილი) პარტნიორები იყვნენ Defensive Shield-ში – კომპანიაში, რომელიც კონსულტაციებს და ტრენინგბს ატარებდა თავდაცვის სფეროში და საშუამავლო საქმიანობას ეწეოდა საქართველოსთვის იარაღის შესყიდვაში და, გარდა ამისა, მომსახურებას უწევდა სხვა ქვეყნებს 2007-2009 წ.წ. პერიოდში.

პროკურორები აცხადებენ, რომ პირებმა კოლექტიურად მიიღეს  შემოსავალი თანხით 40,000,000 შეკელი  (დაახლოებით  $11.5 მლნ) მაგრამ არ განაცხადეს საგადასახადო ორგანოებში ამ შემოსავლის შესახებ.

სახელმწიფო პროკურორმა განაცხადა, რომ ოთხმა ბიზნეს-პარტნიორმა შექმნა კომპანიების და საბანკო ანგარიშების ქსელი ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და გერნსიზე(ოფშორი) , რომელსაც იყენებდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული შემოსავლების მისაღებად, ინაწილებდნენ და მალავდნენ ისრაელის საგადასახადო ორგანოებისგან.

სახელმწიფო პროკურორის ინფორმაციით, „2007-2009 წ.წ. ოდედ შაჩნაიმ არ განაცხადა არანაკლებ 19.5 მლნ შეკელი პირადი შემოსავლის შესახებ. საგადასახადო ორგანოების მიმართ მისი თაღლითური ქცევის ნაწილს წარმოადგენდა პირადი შემოსავლის გადარიცხვა მის პირად საბანკო ანგარიშებზე მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, ჯერსიში და შვეიცარიაში.“

შაჩნაის ასევე ბრალად ედება ბანკის თანამშრომლების მოტყუება Fortis Bank-ში, გერნსიში(ოფშორი) , უთხრა რა მათ, რომ მის საბანკო ანგარიშზე შემომავალი ფული არ იყო დაკავშირებული იარაღით ვაჭრობასთან, მაშინ, როდესაც ეს, სავარაუდოდ, იყო დაკავშირებული აღნიშნულთან.

ჰირშს ბრალად ედება 2008 წელს 6.1 მლნ შეკელის  პირადი შემოსავლის არ-გამხელა. 2009 წელს მან, სავარაუდოდ, თავისი პირადი შემოსავლიდან  3.3 მლნ  შეკელი  ($950,000), საიდუმლო საბანკო ანგარიშიდან, რომელიც შვეიცარიაში ჰქონდა გახსნილი, გადაურიცხა  კომპანია Gal Hirsch Ltd-ს ისრაელში.  Gal Hirsch Ltd-მ სავარაუდოდ გამოწერა ინვოისები უცხოურ კომპანიაზე, რომელიც აკონტროლებდა შვეიცარიის ბანკის ანგარიშს. ისრაელის სახელმწიფო პროკურორმა ბრალად შერაცხა, რომ ეს ინვოისები ფიქტიური იყო.

მიხეილ ბენიმინის (  იგივე მიხეილ ბინიაშვილი) ბრალად ედება 13.6 მლნ შეკელის ($3.9 მლნ აშშ დოლარი) პირადი შემოსავლის დამალვა საგადასახადო ორგანოებისგან, ხოლო იანივ ადამს ბრალად ედება 3.8 მლნ შეკელის  ($1.1 მლნ) დამალვა.

ჰირში პარტია „ლიკუდის“ წევრი პოლიტიკოსია 2019 წლიდან და ლიკუდის აქტივისტების ფავორიტია პოლიციის უფროსის თანამდებობაზე.

ბენიმინი (  იგივე მიხეილ ბინიაშვილი)  საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავია და ახლო წარსულში განაგებდა ბინარულ ოპციონებს და კრიპტოვალუტის ქოლცენტრს ალბანეთიდან.

იანივ ადამი არის ცნობილი ისრაელელი მომღერლის ომერ ადამის მენეჯერი და მამა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია